კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „ახალგაზრდული შემოქმედებითი სტარტაპების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „ახალგაზრდული შემოქმედებითი სტარტაპების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. კულტურის სამინისტრო ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი 60 000 ლარს შეადგენდა და მის ფარგლებში სამინისტროს ექვსმა განმცხადებელმა მომართა.
გამარჯვებული პროექტებია:
„ქართული თოჯინური ანიმაცია“ – ფ.პ. ნინა ოთარაშვილი;
​„ინტერაქტიული წიგნი-თეატრი – საქართველოს კუთხეები, ციკლის I ნაწილი“ – შპს „ბარტყი ბუს წიგნები“.
კულტურის სამინისტრომ აღნიშნული კონკურსი წელს პირველად გამოაცხადა და მისი მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, ახალგაზრდა ხელოვანთა/შემოქმედთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, კულტურის სფეროში ახალგაზრდული ბიზნესინიციატივების, ინოვაციური იდეების მხარდაჭერის, ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის გზით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები