ოლივერ ვარჰეი – დარჩიაშვილთან შეხვედრაზე: ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესი განვიხილეთ

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესი განვიხილეთ. მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტზე გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე“, – წერს ვარჰეი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები