გრაკლიანის გორას ძეგლის სტატუსი მიენიჭა (ფოტოკოლაჟი)

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციტივით, გრაკლიანის გორაზე, ღია ცის ქვეშ მუზეუმი შეიქმნება. გრაკლიანის არქეოლოგიურ ობიექტს ძეგლის სტატუსი უკვე მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ არქეოლოგიური ექსპედიცია მედიის წარმომადგენლებთან ერთად გუშინ მოინახულა. გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა. გრაკლიანის არქეოლოგიური ობიექტი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.
ადგილზე გამოვლენილია ძვ.წ.აღ.IV-I ათასწლეულით დათარიღებული საცხოვრებელი კომპლექსი, საკულტო ნაგებობები, სამარხები, თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლის და ოქროს ნივთები-საყოფაცხოვრებო და საბრძლო დანიშნულების იარაღები და სამკაულები.

10601148_10202899285869399_626926233_n

10656409_10202899285909400_666859266_n

10656443_10202899286109405_2078185325_n

10656620_10202899286029403_874510779_n

10668537_10202899286069404_1350787894_n

10668729_10202899285989402_1213910142_n

10682006_10202899286229408_745949259_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები