“ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც შეიძლება, ყველაფერი აკადრო” – ირაკლი ქადაგიშვილი
“ვფიქრობ, ეს რეალურად არ შეუშლის ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც შეიძლება, ყველაფერი აკადრო. ჩვენც გვაქვს თავმოყვარეობა და ჩვენც უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები, მით უმეტეს, როცა აბსოლუტურად მართლები ვართ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„თვით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი აღარ წარმოადგენს ამ ლობისტური და გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის შემაკავებელ ფაქტორს. სითავხედის დონე უკვე ამ დონემდე არის ასული. გამომდინარე აქედან, ამ პატარა ქვეყანას გვაქვს ერთადერთი გამოსავალი – სიმართლის საუბარი ყველგან – ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. როგორც ყველა ცდილობს თავის ქვეყნის რენომე შეინარჩუნოს, პოლონეთმაც ამ შემთხვევაში, ფაქტზე რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი, აქეთ მაინც შემოგვიტია. ჩვენ იმის უფლება მაინც უნდა დავიტოვოთ, რომ სიმართლე ვთქვათ ხოლმე. არავის ვუტევთ, უბრალოდ ჩვენს გარშემო არსებულ ვითარებაზე სიმართლეს ვლაპარაკობთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.