ირაკლი ქადაგიშვილი: ვნახეთ, რომ ე.წ. აჟიოტაჟი, საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის ევროპარლამენტში სააკაშვილის მიმართ, იყო მთლიანად ამ ლობისტური კამპანიის ნაწილი

“ლობისტური კამპანიის ამ ჩამონათვალში მკვეთრად იკვეთება, რომ აქ არ არის მხოლოდ 1 ადამიანის ინტერესების დაცვაზე საუბარი, არამედ აქ არის ფართო შეტევა მთლიანად საქართველოზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ლობისტებზე დასმული კითხვის საპასუხოდ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. აჟიოტაჟი, საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის ევროპარლამენტში სააკაშვილის მიმართ, იყო მთლიანად ლობისტური კამპანიის ნაწილი.

„ეს არ არის დიდი ანტიქართული პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომლის მიზანია საქართველოში სიტუაციის მკვეთრი დესტაბილიზაცია და ქვეყანა სულ სხვა ვითარებაში აღმოჩნდეს. ამასთან, ჩვენ ვნახეთ, რომ ის ე.წ. აჟიოტაჟი ან საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის ევროპარლამენტში სააკაშვილის მიმართ, იყო მთლიანად ამ ლობისტური კამპანიის ნაწილი და სამწუხაროა, ლობისტური საქმიანობით და ფინანსური სარგებლით ხდება პოლიტიკის წარმოება, ფაქტობრივად ევროსტრუქტურების დონეზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები