თეიმურაზ ჯანჯალია: საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება დიალოგი ევროპელ კოლეგებთან და ის განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის ყველა იმ მიმართულების შესახებ, სადაც საქართველომ განიცადა პროგრესი

“საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება დიალოგი ევროპელ კოლეგებთან და ის განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის ყველა იმ მიმართულების შესახებ, სადაც საქართველომ განიცადა პროგრესი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორებს ასევე პერიოდულად მიეწოდებათ ინფორმაცია 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესახებ.

“საქართველოს აქვს 12 რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ და ამის შესახებ პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს პარტნიორებს. ამასთანავე, საქართველოს აქვს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ასოცირების დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც ჩვენ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ვახორციელებთ რეფორმებს და ვავითარებთ სხვადასხვა სფეროს. ამ და სხვა საკითხების შესახებ, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება დიალოგი ევროპელ კოლეგებთან და ის განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის ყველა იმ მიმართულების შესახებ, სადაც საქართველომ განიცადა პროგრესი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯანჯალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები