გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობაში“ გამარჯვების პლატფორმა ვერ იქნება, ვიდრე რეალურ ოპოზიციურ ნიშას არ დაიჭერენ, რომელიც ქვეყნის დასანგრევად კი არ უნდა მუშაობდეს, არამედ მისი უკეთესი მომავლისთვის

„ნაცმოძრაობაში“ გამარჯვების პლატფორმა ვერ იქნება იქამდე, ვიდრე რეალურ ოპოზიციურ ნიშას არ დაიჭერენ, რომელიც ქვეყნის დასანგრევად კი არ უნდა მუშაობდეს, არამედ მისი უკეთესი მომავლისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ვითარებაში რევოლუციური კომიტეტი შეიქმნა, რომელში ჩართვას ესწარფვის სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი, რადგან თავად პარტიების განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან საკმაოდ ყუათიანად არიან დაფინანსებული.

„ეტყობა, აქამდე პარტიული მშენებლობისთვის, ან რაიმე პროგრამული მუშაობისთვის ვერ მოიცალეს და ერთადერთი კუნძულია „ნაცმოძრაობა“, საიდანაც შორს არც არასდროს წასულან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები