“უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება მოიპოვოს” – გიული ალასანია

ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება მოიპოვოს.

„მიმართეს ევროპის ყველა ქვეყანას. ოჯახი ამაში ჩართული არ არის, ეს მათი ინიციატივაა. შეგახსენებთ, რომ ჩემი შვილი მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა ამჟამად და მათი ვალდებულებაც არის“, – განაცხადა ალასანიამ.

უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის ხმის“ თავმჯდომარე, დავით არახამია უკრაინის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები