“პრეზიდენტის მიღებულ გადაწყვეტილებებში შემჩნეოდა, დიდი დოზით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათიები” – მიხეილ სარჯველაძე

“პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობაში ან პრეზიდენტის მიღებულ გადაწყვეტილებებში შეიმჩნეოდა, დიდი დოზით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათიები”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალექსანდრე კრევო-ასათიანის გადასვლას გამოეხმაურა.

„ცუდად გამოიყურება, როდესაც აღმოჩნდება, რომ არც თუ უმნიშვნელო თანამდებობაზე მომუშავე ადამიანი აღმოჩნდება, რომ პირველივე დაძახებაზე იშიფრება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარი მოხელე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ალექსანდრე კრევო-ასათიანი არასდროს იკავებდა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას და ის იყო სტაჟიორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები