მამუკა მდინარაძე: ვაშაძეს გადაუწყვეტია, რომ “ნაცმოძრაობასთან” გაერთიანდეს, გაერთიანებული არის ისედაც, მაგრამ როგორც ჩანს მისი ნომრით გამოსვლაზეა საუბარი
“ვაშაძეს გადაუწყვეტია, რომ “ნაცმოძრაობასთან” გაერთიანდეს. გაერთიანებული არის ისედაც, მაგრამ როგორც ჩანს მისი ნომრით გამოსვლაზეა საუბარი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გაერთიანების მიზანი საარჩევნო ბარიერის გადალახვაა.
„ვაშაძეს გადაუწყვეტია, რომ “ნაცმოძრაობასთან” გაერთიანდეს. გაერთიანებული არის ისედაც, მაგრამ როგორც ჩანს მისი ნომრით გამოსვლაზეა საუბარი, პაატა მანჯგალაძესაც ეს დაუდასტურებია. ერთადერთი მიზეზი და მთავარი, არის ის, რომ რეიტინგებში ვერცერთი არა თუ 5%, არამედ 2-3%-საც ვერ ცდება და ამიტომ ჩნდება იმის ცდუნება, რომ მსხვილ პარტიასთან, რომელსაც გარანტირებულად შეუძლია გადალახოს საარჩევნო ბარიერი გაერთიანდეს, ოღონდ ამით არაფერი იცვლება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ესენი ისედაც “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები არიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.