მამუკა მდინარაძე: ძალიან ბევრი ადამიანია ქვეყნის გარეთ, რომელიც ცდილობს, „ნაცმოძრაობის” წისქვილზე დაასხას წყალი საქართველოს საზიანოდ

“ძალიან ბევრი ადამიანია ქვეყნის გარეთ, რომელიც ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე დაასხას წყალი საქართველოს საზიანოდ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამაში უკრაინის არაერთი წარმომადგენელია ჩართული.

„სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე. რუსეთის აგრესიისა და საოკუპაციო ომის ობიექტი ქვეყნის ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი არის ჩართული ამ ამბავში, რაც ძალიან სამწუხაროა. მაშინ, როდესაც ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე მაქსიმუმს ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, მისი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ხან ომისკენ მოგვიწოდებს, ხან იმას უზრუნველყოფს, რომ ელჩი გაიწვიონ ამ ქვეყნიდან. ეს დარტყმები ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და ეს სამწუხაროდ ჯდება საერთო ნარატივში, რომელსაც ჰქვია საქართველოს საწინააღმდეგო ნარატივი. მიხეილ სააკაშვილის ლობისტები, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, ქვეყნის შიგნით ნაცმოძრაობა და მისი სრული კლასტერი ეს არის ერთი დიდი ბირთვი, რომელიც მოქმედებს მისი კონკრეტული ინტერესებისათვის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები