მამუკა მდინარაძე: სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა თავის ლობისტებს შეუკვეთეს საქართველოს დასანქცირება
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთეს.
“FARA არის იმ კანონის ანალოგი, რომელთან დაკავშირებით 7-8 მარტს აქციები იმართებოდა და იმ კანონის ანალოგი, რომლისთვისაც საქართველოში რუსული კანონის დარქმევის წარმატებული მცდელობა იყო. ამ კანონის მეშვეობით და საფუძველზე, ჩვენ – ქართული და საერთაშორისო საზოგადოება დღეს იგებს, რომ სააკაშვილის ავადმყოფობის გაპიარების გარდა, მისი ლობისტები, რომლებიც მილიონობით დოლარს იღებენ, ზრუნავენ, რომ საქართველო დასანქცირდეს. ანუ, მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა თავის ლობისტებს შეუკვეთეს საქართველოს დასანქცირება და გასცდა მისი ავადმყოფის შესახებ პიარკამპანიის ფარგლებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.