მთვარისა კერესელიძის პოეზიის საღამო გაიმართება
20 ივლისს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში პოეტ მთვარისა კერესელიძის პოეზიის და ხსოვნის საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პოეზიის საღამო მთვარისა კერესელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით იმართება.
მთვარისა კერესელიძე 1942 წლის 20 ივლისს დაიბადა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში. გამოცემულია მისი არაერთი პოეტური კრებული. იგი პოეტ ბერდია ბერიაშვილის მეუღლე იყო.
გარდაიცვალა 2023 წლის 14 მარტს, 80 წლის ასაკში.