იაგო ხვიჩია – სააკაშვილზე: პატიმარი ციხეში რჩება, ეს აჩვენებს, რომ ლობისტურ კამპანიაში ფული არაეფექტურადაა დახარჯული

“პატიმარი ციხეში რჩება, ეს აჩვენებს, რომ ლობისტურ კამპანიაში ფული არაეფექტურადაა დახარჯული, ამიტომ სააკაშვილს მოვუწოდებდი, რომ ასე ფულის ხარჯვას თავი დაანებოს და სხვანაირად ხარჯვას მიჰყოს ხელი”, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობისგან” ტაქტიკის შეცვლა იყო საჭირო.

“რაც უნდა ეწეროს შიგნით და რამდენი ფულიც  უნდა იყოს დახარჯული, რასაც შედეგი გვაჩვენებს, არაეფექტურად არის დახარჯული, ამიტომ, სააკაშვილს მოვუწოდებდი, რომ ასე ფულის ხარჯვას თავი დაანებოს და სხვანაირად მიჰყოს ფულის ხარჯვას ხელი, რადგან მოგეხსენებათ, ძირითადად ეს ფული იხარჯება პიარ კამპანიებში და როცა ციხეში ზიხარ, პიარ კამპანიაში ფულის ხარჯვა არ არის მაინც და მაინც სწორი გამოსავალი. შეიძლება არ ყრის ფულს, ამით სხვა იმიჯს ქმნის დასავლეთში, პოლიტიკური დევნილის, პუტინის პატიმრის და ა.შ. მაგრამ შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ პატიმარი ისევ ციხეში რჩება, მიღწეული არ არის. დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” ტაქტიკის შეცვლა იყო აუცილებელი, დიდი ხნის წინ ვითხოვდით სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას და სხვები ითხოვდნენ გორის ციხეში გადაყვანას თბილისიდან, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, როცა ერთი მილიონი დაიხარჯა საადვოკატო საქმიანობაში, ვიძახდით, რომ უცნაურად იქცევიან ეს ადვოკატები, მაგრამ არ გვიჯერებენ, მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი არ არის დამჯერი ადამიანი, მით უმეტეს, ჩვენს მიმართ, ამიტომ როგორც თვითონ მიაჩნია საჭიროდ თავის ფულის ხარჯვა, წარმატებას ვუსურვებ ამაში”,- განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები