ცხინვალის თეატრი „ლევილის ქართულ ფესტივალში“ მიიღებს მონაწილეობას
ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 11 აგვისტოდან – 14 აგვისტოს ჩათვლით, მიემგზავრება საფრანგეთში და წარმოდგენას გამართავს ლევილის ქართველთა მამულში.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია „ლევილის ქართულ ფესტივალში” მონაწილეობის მიღება. დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ამ შესაძლებლობისთვის“, – ნათქვამია ცხინვალის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით ლევილის ქართული ფესტივალის დღეებს აწყობს.