ოკუპანტებმა კიევსა და გარეუბნებზე “შაჰედებით” იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს.

აფეთქებები იყო ოდესაში, ჟიტომირის რეგიონში, ზაპოროჟიეში, კროპოვნიცკის რაიონში,  სუმის რეგიონში, ხერსონში, ასევე – დედაქალაქ კიევში.

კიევთან და კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა გამთენიისას ამუშავდა.

კიევის რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გამოყენებული იყო “შაჰედები”.

დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ Telegram-ში დაწერა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმაა.

მოგვიანებით, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ დაწერა, რომ ყველა დრონი ჩამოაგდეს რეგიონსა და კიევის გარეუბანში.

“არ ფიქსირდება მიზანში მოხვედრა, დაშავებულები არ არიან. წინასწარი ინფორმაციით, ფრაგმენტების ჩამოვარდნაც არ ფიქსირდება. ოპერატიული ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას, შესაძლო ზარალის იდენტიფიცირებისთვის”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები