“თუ ვაჟკაცია ბატონი ვაშაძე ან ბატონი მანჯგალაძე, მიიღონ მონაწილეობა დამოუკიდებლად არჩევნებში და მიხვდებიან, რომ მოსახლეობის 1%-იანი ნდობაც არ აქვთ” – მიხეილ სარჯველაძე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, გიორგი ვაშაძესა და პაატა მანჯგალაძეს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღონ, რათა მათ მიმართ საზოგადოების განწყობა დაინახონ.
„ყველას თავისი მოტივაცია აქვს: თუ ვაჟკაცია ბატონი ვაშაძე ან ბატონი მანჯგალაძე, მიიღონ მონაწილეობა დამოუკიდებლად არჩევნებში და მიხვდებიან, რომ მოსახლეობის 1%-იანი ნდობაც არ აქვთ და ისინი უბრალოდ კარგავენ დაუმსახურებელ ადგილს პოლიტიკაში. ამიტომ, მათი ამოცანაა, მიეკედლონ ვინმეს და ვიღაცის მხარზე შემომსხდრები გავიდნენ სამშვიდობოს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.