„უნდა გაეტანათ არაოფიციალურად ნიმუში, შემდეგ მასზე მანიპულირება მოეხდინათ და ახალი პროპაგანდისტული შეტევა დაეწყოთ, რომ სააკაშვილი მოწამლულია“ – ირაკლი ქადაგიშვილი პოლონელ ექიმებზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშზე მანიპულირების მოდენა სურდათ.

„აქედან გამომდინარე, ერთ-ერთმა ექიმმა იკისრა ეს პროვოკაციული ნაბიჯი – უნდა გაეტანათ არაოფიციალურად ეს ნიმუში, შემდეგ მასზე მანიპულირება მოეხდინათ და ახალი პროპაგანდისტული შეტევა დაეწყოთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. მეგობრების მეშვეობით, რომ სააკაშვილი მოწამლულია“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები