CNN: აშშ და ნატო უკრაინისთვის საბრძოლო მასალის კრიტიკული დეფიციტის დაძლევას ცდილობენ
აშშ და ევროპა ცდილობენ უკრაინას მიაწოდონ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, რომელიც მას რუსეთის წინააღმდეგ ხანგრძლივი კონტრშეტევისთვის დასჭირდება, დასავლელი ოფიციალური პირები კი ცდილობენ გააძლიერონ წარმოება, რათა თავიდან აიცილონ დეფიციტი ბრძოლის ველზე, რამაც შეიძლება უკრაინის წინსვლა შეაფერხოს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნულ გამოცემას განუცხადეს, რომ არსებობს საბრძოლო მასალის გარკვეული დონე აშშ-ის მარაგებში მთელ მსოფლიოში – საგანგებო რეზერვი, რომლის გამოყენება სამხედროებს არ სურთ. ამ მარაგების დონეები გასაიდუმლოებულია.
თუმცა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ წითელ ხაზს უახლოვდება, რადგან ის უკრაინისათვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის მიწოდებას კვლავ აგრძელებს.
„შეერთებულმა შტატებმა საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა გასულ წელს დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ ომი მოსალოდნელზე ბევრად მეტხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ საბრძოლო მასალის მასობრივ წარმოებას ჯერ კიდევ „წლები“ დასჭირდება, – განუცხადა CNN-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.