მამაკაცი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს, ამერიკელი სამხედროა
ჩრდილოეთ კორეაში, მესაზღვრეებმა აშშ-ის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც სამხედრო სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა.
კორეაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის, პოლკოვნიკ ისააკ ტეილორის განცხადებით, დაკავებული მამაკაცი ამერიკელი სამხედროა, რომელიც კორეაში აშშ-ის ძალებში მსახურობდა.
მისივე თქმით, ის სასაზღვრო სოფლებში საორიენტაციო ტურზე იმყოფებოდა, რა დროსაც სამხედრო სადემარკაციო ხაზი ნებართვის გარეშე გადაკვეთა.
„ვფიქრობთ, რომ ის ახლა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პატიმრობაშია და კორეის სახალხო არმიის კოლეგებთან ვმუშაობთ, რათა ეს შემთხვევა მოვაგვაროთ“, – აღნიშნა პოლკოვნიკმა.