გიორგი ვოლსკი: რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის, სანქციების დაწესების, ან სანქციებიდან თავის არიდების ხელშეწყობის და სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე, რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის ან სანქციების დაწესების ან სანქციებიდან თავის არიდების ხელშეწყობის ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა.

“იმდენად მდაბიო საქციელია ურთულესი გამოწვევების წინაშე მყოფი საკუთარი სამშობლოს დესტაბილიზაციის მცდელობები, რომ ხელისუფლებისათვის რუსეთთან, ანუ ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის უტიფრად დაბრალება ერთადერთია, რითაც რევოლუციურ კომიტეტში გაერთიანებულმა პოლიტიკოსმა ან აქტივისტმა შეიძლება თავი იმართლონ ამომრჩეველთან, ოჯახის წევრებთან, თუნდაც სარკეში ყურებისას.

რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის ან სანქციების დაწესების ან სანქციებიდან თავის არიდების ხელშეწყობის ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას – ამით ამართლებენ უსამშობლობას”, – წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები