გიორგი ვოლსკი – ივანიშვილზე: ადამიანს თავისი ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ბიძინა ივანიშვილზე ასეთი გააფთრებული შეტევა მარტო „კრედიტ სუისიდან“ ხომ არ გვაქვს. ადამიანს თავისი ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია.

ამას ემატება სხვადასხვა ფაქტი, იქ უკრაინის ელჩის გაწვევა, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა, ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა, რომ საომარ მოქმედებებში იყოს საქართველო ჩართული, დღესაც აქტუალურია. როგორც ირკვევა, არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ არ აღასრულოს „კრედიტ სუისმა“ სასამართლოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი დასკვნა რაც იკითხება, არის ის სავალალო პოზიცია, რომლითაც ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩართული იქნება საომარ პროცესებში“, – განაცხადა ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, ლაშა კალანდაძის განცხადებით, 2022 წლის მარტიდან ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს, ფაქტობრივად, შეზღუდული აქვთ თავიანთი აქტივების გარკვეულ ნაწილზე წვდომა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და აღდგება სრულ აქტივებზე წვდომა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები