ალექსანდრე რაქვიაშვილი: შეიძლება დავუშვათ, რომ პოლონელ ექიმს სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უყვარს და უნდოდა, სახლში წაეღო მისი თმები

„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი პოლონელ ექიმთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შესახებ აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს ზედმეტი ყურადღება ექცევა.

„ვერ გავიგე, ნიმუშის ასე გამოტანას რა საფრთხე შეიძლება, მოჰყოლოდა. ეს ყველაფერი კომიკურად გამოიყურებოდა. შეიძლება დავუშვათ, რომ ამ ადამიანს მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უყვარს და უნდოდა, სახლში წაეღო მისი თმები. ამ ამბავს სხვანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე. მგონი, ამ ისტორიას ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ. მეტი სხვა აზრი არ მომდის. თუ სხვა უკეთესი ახსნა იქნება, სიამოვნებით მოვისმენდი“, –თქვა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები