რამდენი უჯდება საფრანგეთის ბიუჯეტს ბრიჟიტ მაკრონის შენახვა – ქვეყნის კონტროლის პალატის ანგარიში

საფრანგეთის კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა მონაცემები, თუ რამდენი დაიხარჯა 2022 წელს ქვეყნის პირველი ლედის, ბრიჟიტ მაკრონის შენახვისთვის. აღნიშნულია, რომ მაჩვენებელი გაზრდილია.

პალატის ინფორმაციით, პრეზიდენტის მეუღლის მოვალეობებში შედის მისი თანხლება საერთაშორისო ღონისძიებების დროს; შეხვედრა ფრანგებთან, რომლებსაც სურთ კომუნიკაცია პირველ ლედისთან; ელისეის სასახლეში ოფიციალურ მიღებებზე დასწრება; ასევე, სოციალურ და კულტურულ პროექტებში მონაწილეობა.

მოგზაურობები ბრიჯიტ მაკრონის ძირითადი ხარჯების ერთ-ერთი პუნქტია. 2022 წელს მან 30 ოფიციალური ვიზიტი განახორციელა: 14 საზღვარგარეთ, როდესაც თან ახლდა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს და 16 დამოუკიდებელი მოგზაურობა რესპუბლიკის გარშემო.

გარდა ამისა, მაკრონის მეუღლეს ჰყავს ოთხი ასისტენტი, რომელთა ანაზღაურება შედის პირველი ლედის შენახვის ხარჯებში.

აღნიშნულია, რომ ბრიჟიტ მაკრონი ხარჯების დიდ ნაწილს მეუღლესთან იყოფს, მათ შორის, საპრეზიდენტო უსაფრთხოების ჯგუფის (GSPR) თანხასაც.

2022 წელს პირველი ლედის შენახვისთვის 315 808 ევრომდე დაიხარჯა, რაც პრეზიდენტის ოფისის ბიუჯეტის 0,28%-ს შეადგენს.

2021 წელს კი ამ საჭიროებებზე 292 454 ევრო გამოიყო.

ამასთანავე, ამ თანხაში არ შედის ბრიჟიტ მაკრონის ჩაცმა, ვიზაჟისტებისა და სტილისტების მომსახურება.

როგორც BFMTV აღნიშნავს, მოდის სახლები პირველ ლედის სამოსს ხშირად უსასყიდლოდ გადასცემენ. ასე, მაგალითად, Louis Vuitton-ი მაკრონს სამოსით 2017 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისიდან ამარაგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები