ირაკლი ქადაგიშვილი – ბელგიის გადაწყვეტილებაზე: გაურკვეველი და ბუნდოვანია
“2013 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, შენგენის 20 ქვეყნიდან 16-მა საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ჩამონათვალში წელს რატომ არ მოხვდა საქართველო, ამაზე დამატებითი ინფორმაცია არ არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების მოტივი ბუნდოვანი და გაურკვეველია.
“არც ბელგიის მოქალაქეს საქართველოში არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია და ისიც აღსანიშნავია, რომ ბელგია საქართველოს მოქალაქეებს, იმის გამო, რომ საქართველო სწორედ უსაფრთხო ქვეყანაა, არ აძლევს რაიმე განსაკუთრებით პრეფერენციებს, მათ შორის დევნილობის სტატუსის მინიჭების კუთხით, იმიტომ, რომ არ მიიჩნევს ბელგია საქართველოს ამდაგვარ ქვეყნად, სადაც ადამიანის უფლებები არის შელახული. აქედან გამომდინარე, გაურკვეველი და ბუნდოვანია, თუ რატომ არ არის ამ წლის სიაში საქართველო მოხვედრილი. როგორც ყოველთვის, არ უნდა გამოვრიცხოთ გარკვეული პოლიტიკური მიზნებიც ამა თუ იმ გადაწყვეტილების უკან”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.