ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინაში გარკვეულ ადამიანებს შეექმნათ ილუზია, რომ მსოფლიოს მმართველი და ბატონ-პატრონები არიან
უკრაინაში გარკვეულ ადამიანებს იმის ილუზია შეექმნათ, რომ ისინი მსოფლიოს მმართველი და ბატონ-პატრონები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, “რატომღაც, ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ საქართველოა ის ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ, ვიღაცასა და რაღაცაზე რევანში მოახდინონ და თავიანთი მდგომარეობა საქართველოთი გააუმჯობესონ”.
„საქართველოსა და უკრაინის მთავარი პრობლემა, რაც ასეთ ნეგატიურ კონტექსტში აკავშირებს, არის ის, რომ სააკაშვილი და მისი კლიენტურა მაღალ თანამდებობებზე ტყუილად არ ჰყავდათ შეფარებული. სააკაშვილი საქართველოში სწორედ იმიტომ შემოაგზავნეს, რომ მეორე ფრონტის ადგილი ყოფილიყო. მათი გეგმა ვერ შესრულდა, მაგრამ შურისძიების რეჟიმში არიან საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო აბსოლუტურად მართალი ქვეყანაა, ხელისუფლება პირნათელია. ასეთი ენით აღუწერელი ვაგხანალიის მიუხედავად, ცალსახა რეჟიმით ვაგრძელებთ წესიერი და პატიოსანი პოლიტიკის შენარჩუნებას უკრაინელი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.