გურამ მაჭარაშვილი: საქართველო 2013 წლამდე არცერთი ქვეყნის მიერ არ იყო უსაფრთხოდ მოხსენიებული
“საქართველო 2013 წლამდე არცერთი ქვეყნის მიერ არ იყო უსაფრთხოდ მოხსენიებული და ახლა 20-დან 16 ქვეყანა უსაფრთხოდ მიიჩნევს”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური მაჩვენებლები წინ არის და მშვიდობა ნარჩუნდება ასეთ რთულ პერიოდში, იქ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ცივილიზებული სამყაროს მხრიდან უსაფრთხოდ არის მიჩნეული.
“ოპოზიციას ახასიათებს ასეთი რამ – დილით რომ იღვიძებს, საქართველოში თუ რამე ცუდი ხდება უხარია, ხოლო თუკი რამე კარგი ხდება, სწყინს. საქართველო 2013 წლამდე არცერთი ქვეყნის მიერ არ იყო უსაფრთხოდ მოხსენიებული და ახლა 20-დან 16 ქვეყანა უსაფრთხოდ მიიჩნევს. ის, რომ საქართველო ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ აღიარებული უსაფრთხოდ, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, ინვესტიციები იდება და ეკონომიკური მაჩვენებლები იმ ქვეყანაში, რომელიც უსაფრთხოდ არ მიაჩნიათ, არ იზრდება. ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური მაჩვენებლები წინ არის და მშვიდობა ნარჩუნდება ასეთ რთულ პერიოდში, იქ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ცივილიზებული სამყაროს მხრიდან უსაფრთხოდ არის მიჩნეული”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.