ალუდა ღუდუშაური: მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა ჭიჭე ვაშაძე „ნაცმოძრაობას“

“მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა ჭიჭე ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქურქუმალ ვაითს“ რომ ჭიჭე ვაშაძით ჩაანაცვლებ, რაიმე სერიოზულ შედეგზე მოლოდინი არ უნდა გქონდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე პარტია სინამდვილეში ერთი მთლიანის ნაწილია.

„ესენი არსად წასულან თავის დროზე, უბრალოდ, შიდა დაპირისპირების და კინკლაობის შედეგი იყო ეს ყველაფერი. სინამდვილეში, ესენი ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის” ბედის ქვეშ იყვნენ და მათი მომავალიც, ცხადია, საერთო იყო. აქედან გამომდინარე, ხდება კვლავ მათი ერთად შერწყმა. რაც მალე მოხდება ეს, უკეთესია ხალხისთვის, რადგან დადასტურდება, რომ სინამდვილეში ესენი არიან ერთი მთლიანის ნაწილები”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები