გურამ მაჭარაშვილი: არაერთგზის გვინახავს რადიკალური ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები – გინდა ერთად იყვნენ, გინდ ცალ-ცალკე, ნულს თუ ნულს მიუმატებ, ისევ ნულს მივიღებთ
“პოლიტიკურად განადგურებული რადიკალური პარტიები გინდ შეიტანე და გინდ გამოიტანე პარლამენტსა თუ პოლიტიკაში – გინდა ერთად იყვნენ, გინდ ცალ-ცალკე, ნულს თუ ნულს მიუმატებ, ისევ ნულს მივიღებთ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაცმოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის “გაერთიანებები” საზოგადოებას ბევრჯერ უნახავს.
„ჩვენ არაერთგზის გვინახავს რადიკალური ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები. ამ შემთხვევაში, მათთვის ამ გაერთიანებას შეიძლება უარესი შედეგიც ჰქონდეს, რადგან ცალ-ცალკე ამომრჩეველს შეიძლება უფრო მეტი ხმა მიეცა. გარდა ამისა, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არის ერთიანი – ერთი ხის ნაყოფის წარმომადგენლები არიან. საზოგადოებისთვის კარგი იქნება იმის დანახვა, რომ ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები პარტიები ისევ ერთიანობაში არიან, რაკი მათმა პატრონმა უთხრა, რომ აუცილებელია რევოლუციური სცენარები, არეულობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.