მიხეილ სარჯველაძე: ფაქტია, რომ კეთილსინდისიერი მიზეზით ვერ ავხსნით ისეთ ქმედებას, როგორიც არის წინდით ნიმუშის გატანა
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე კლინიკა “ვივამედში” მომხდარს გამოეხმაურა, სადაც, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
“როდესაც ადამიანს ლეგიტიმურად ხელი მიუწვდება და ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ნორმალურად, პორტფელის საშუალებით გამოიტანოს საკვლევი მასალა და ა.შ., ის ადამიანი იღებს წინდის მეშვეობით ფარულად და მალულად ცდილობს რაღაც მასალის გამოტანას, ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არაკეთილსინდისიერი მიზნისთვის სჭირდება ასე ფარულად ამ აქტივობის განხორციელება. ფაქტია, რომ კეთილსინდისიერი მიზეზით ვერ ავხსნით ასეთ ქმედებას, როგორიც არის წინდით ნიმუშის გატანა”, – განაცხადა სარჯველაძემ.