ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის ენერგოსისტემას 2025 წლის დასაწყისში გამოეთიშებიან
ბალტიისპირეთის ქვეყნები გეგმავენ, რომ 2025 წლის დასაწყისში რუსეთის ენერგოსისტემას გამოეთიშონ, მიუხედავად ლიეტუვის მოწოდებისა, რომ ეს ბევრად ადრე მოხდეს.
ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა Reuters-თან საუბარში თქვა. თუმცა, კაია კალასმა “როიტერს” განუცხადა, რომ ეს ესტონეთისთვის მიუღებელია, რომელიც, ამ შემთხვევაში, დიდ ხარჯებს აიღებს.
„კომპრომისის სახით, დავთანხმდით ვადის ერთი წლით მოახლოებას. ანუ, გამოვეთიშოთ რუსულ ენერგოსისტემას 2025 წლის დასაწყისში”, – თქვა პოლიტიკოსმა.
17 ივლისს ლიეტუვის ელექტროენერგიის ოპერატორის Litgrid-ის ხელმძღვანელმა, როკას მასიულისმა განაცხადა, რომ აპირებს გააგრძელოს ესტონეთისა და ლატვიის დარწმუნებას, რომ გამორთვა ბევრად ადრე მოხდეს.
„ესტონეთზე ვართ დამოკიდებული და თუ ის არ შეცვლის გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ, ეს მოხდება მისი გრაფიკის მიხედვით 2025 წლის დასაწყისში“, – თქვა მან.
2018 წელს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, რეგიონის ლიდერები, პოლონეთისა და ევროკომისიის მხარდაჭერით და 1,6 მილიარდი ევროს ევროპული დაფინანსებით, შეთანხმდნენ თავიანთი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე და რუსეთის ქსელიდან გათიშვაზე 2025 წლისთვის.