ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა
ყირიმის ხიდზე, რომელიც 17 ივლისის ღამეს, სავარაუდოდ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დრონების საშუალებით ააფეთქეს, მანქანების მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.
რუსეთის ვიცეპრემიერი, მარატ ხუსნულინი “ტელეგრამში” წერს, რომ მოძრაობა “აღდგენილია რევერსულ რეჟიმში, ტამან-ქერჩის მიმართულების უკიდურეს მარჯვენა ზოლზე”.
საპირისპირო მოძრაობა ნიშნავს, რომ მანქანების ნაწილები მონაცვლეობით გადადიან ხიდზე ერთი მიმართულებით, შემდეგ მეორე მიმართულებით.