ვახტანგ გომელაურმა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში უმასპინძლა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი – აბდულა არიპოვი, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილზე სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და „112“-ის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

„დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, მათ შორის, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემებისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები