„საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი“ – გამარჯვებულები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია: საგუნდო სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია, საქართველოში საგუნდო კოლექტივების პოტენციალის გამოვლენა, კულტურისა და განათლების სფეროებში საგუნდო ხელოვნების როლის გააქტიურება.
კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 30 000 ლარს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს სამმა განმცხადებელმა მომართა. გამოვლინდა ერთი გამარჯვებული:
ა(ა)იპ საქართველოს საგუნდო საზოგადოება, „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და გალა კონცერტი“.
როგორ წელს, ასევე 2022 წელს, კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 30 000 ლარს. სამინისტროს სამმა განმცხადებელმა მომართა. დაფინანსდა ორი პროექტი:
1. „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VI ეროვნული კონკურსი“ (განმახორციელებელი ა(ა)იპ „საქართველოს საგუნდო საზოგადოება“);
2. „საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი მომავლის ვარსკვლავები“ (განმახორციელებელი ა(ა)იპ „ხელოვანთა კავშირი ხელოვანები მომავლისათვის“).