მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, აბდულა არიპოვი ეწვია.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უზბეკეთის პრემიერმინისტრს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები გააცნეს. დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართა.