სოზარ სუბარმა და სომხეთის ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარე, სოზარ სუბარი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და სომხეთის პრემიერმინისტრის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა აღნიშნეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა. ასევე, იმსჯელეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ელჩმა ახალგაზრდული ფორუმის შექმნის ინიციატივა გამოთქვა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული საუკუნოვანი ურთიერთობების ფარგლებში, ახალგაზრდობას ახალ შესაძლებლობებს მისცემს. შეხვედრის დასასრულს, აშოტ სმბატიანმა „ხალხის ძალის” პოლიტიკური ჯგუფი სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები