იაგო ხვიჩია: სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოეტანა მაშინ, როცა საჯაროდაც ატანდნენ – წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მოაწყო პოლონელმა ექიმმა ფინტი

“ამ ადამიანს სააკაშვილის ბიოლოგიურ ნიმუშებს წინდების გარეშეც გამოატანდნენ”, – ასე ეხმაურება “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია კლინიკა “ვივამედში” მომხდარს, სადაც, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.

ხვიჩიას თქმით, თავიდანვე ამბობდა, რომ სააკაშვილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში შარი იყო.

“მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოეტანა მაშინ, როდესაც საჯაროდაც ატანდნენ და ამასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ იყო – წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მოაწყო ფინტი, რაც შემდგომ „ქართულმა ოცნებამ” საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენა. ამ ადამიანს სააკაშვილის ბიოლოგიურ ნიმუშებს წინდების გარეშეც გამოატანდნენ. მაშინაც კი, როცა მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა არ სჭირდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გავგზავნოთ – ეს იმიტომ, რომ სააკაშვილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში შარი იყო”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები