მოცეკვავე ომარ მხეიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ომარ მხეიძე 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი; 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე, სადაც 30 წელი ცეკვავდა; მხეიძე იყო კინოკომპანია “ჯიმ შვანთეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1984-1989წწ. თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი; ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის კონსულტანტი; ქართული რეპერტუარი: “ხევსურული სიუიტა”, “მხედრული”, “შეჯიბრი”, “მუხამბაზი”, “მთიელ ვაჟთა ცეკვა”, “ქაჯეთის აღება”.
2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.