„როგორ მოვყვეთ ამბავი საინტერესოდ?” – ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი “როგორ მოვყვეთ ამბავი საინტერესოდ?” ჩატარდა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შეხვედრას ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს მედიის სფეროში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა.

ორდღიანი სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა ამბის თხრობის, სიუჟეტის წყობისა და განვითარების, ასევე, დრამატურგიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. გარდა ამისა, გაეცნენ თანამედროვე მულტიმედიურ გარემოში მუშაობის სირთულეებს, რესპონდენტებთან ურთიერთობის მეთოდებს და მათთან ინდივიდუალურად მიდგომის გზებს. ასევე, ისწავლეს როგორ აქციონ თემა ექსკლუზიურ რეპორტაჟად და როგორ დაიცვან საავტორო უფლებები.

მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან სემინარებსა და ლექციებს უკვე მეხუთე წელია ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები