ვანში, ხონსა და ბაღდათში რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლები გაიმართება

18, 19 და 20 ივლისს რეგიონებში რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი გაიმართება.
როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსთაველის ეროვნული თეატრი, შესაბამისად, ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრში, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრში და  ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში წარმოადგენს სპექტაკლს „ძუნწი”.
გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედიის სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორია – გოჩა კაპანაძე.
მონაწილეობენ: ლელა ალიბეგაშვილი, ნინო არსენიშვილი, კახა კუპატაძე, სანდრო მიკუჩაძე-ლაღანიძე,ქეთი სვანიძე, დავით უფლისაშვილი, ლევან ხურცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები