პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, მარიუშ პიეტრ ჟაკმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა. დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლონური მხარის წარმომადგენელი სამინისტროში კლინიკა “ვივამედში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს.

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი დაიბარეს, თუმცა, იმის გამო, რომ ის საქართველოში არ იმყოფება, უწყებაში საელჩოს წარმომადგენელი მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები