საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი მივიდა – დიპლომატმა განმარტებები “ვივამედში” მომხდარზე უნდა გააკეთოს

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. თავად პოლონეთის ელჩი, მარიუშ მაშკიევიჩი უწყებაში არ მისულა, რადგან, ოფიციალური ინფორმაციით, ის ამჟამად პოლონეთში იმყოფება.

პოლონური მხარის წარმომადგენელი სამინისტროში კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს.
მარიუშ მაშკიევიჩთან ქართულ მხარეს კითხვები პოლონელი ექიმის შესახებ უნდა დაესვა, რომელიც სავარაუდოდ პაციენტი სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის კლინიკიდან მალულად გატანას ცდილობდა.

არსებული ინფორმაციით, ეს ექიმი ნეიროქირურგი არტურ ზააჩინსკია, რომელსაც რეკომენდაცია პოლონეთის საელჩომ გაუწია.

შეგახსენებთ, რომ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები