ნინო ნადირაძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: ვერ ვხვდები, სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციებთან კლინიკა რა შუაშია, თუ არა რაღაც კეკლუცობა; ეს ხომ მათ არაფერში დაეხმარა
ვერცერთი მექანიზმით ვერ ვხვდები, კლინიკა აქციებთან რა შუაშია, თუ არა რაღაც კეკლუცობა“, – ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრისას განაცხადა.
„იქ იმდენი გაჭირვებული ადამიანია, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. იმას შენი პოლიტიკური შეძახილები, თან საოცრად ხმამაღლა, არ აინტერესებს.
“რაიმეს რომ წყვეტდეს, ეს საქმეს შველოდეს, გასაგებია, მაგრამ რა დანიშნულება აქვს კლინიკის ეზოში, სადაც სასწრაფო შემოდის, მომტირალი დედა დგას, ემოციების მთელი კორიანტელია! პაციენტის პატრონს საერთოდ არ ენაღვლება – თავისი შვილი, დედა უნდა ჰყავდეს კარგად და ასეთ დროს, ბოლო ხმაზე აქციის გამართვა კერძო დაწესებულების წინ, არ მესმის ეს რაში წერია?! რაღაცნაირად ქულებს რომ უწერდნენ, ამით წინ წავიდოდნენ, კი, ბატონო, ხელს არავინ შეუშლით, მაგრამ ეს ხომ მათ არაფერში დაეხმარა“, – განაცხადა ნადირაძემ.