ეკა სეფაშვილი: პოლონელი ექიმის ეს სამარცხვინო საქციელი ემსახურება იმას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დადგმულ 600-დღიან სპექტაკლს ჰქონდეს გაგრძელება

“პოლონელი ექიმის ეს სამარცხვინო საქციელი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დადგმულ 600-დღიან სპექტაკლს ჰქონდეს გაგრძელება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

„ალბათ სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, გაყალბებისთვის უნდოდათ ეს ანალიზი. იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი მასალა, რაც მათ სჭირდებოდათ ანალიზისთვის, ოფიციალურად იქნა მათთვის გადაცემული. ასევე პოლონელმა ექიმებმა აღნიშნეს, რომ ქართველი ექიმების მიერ დანიშნული მკურნალობა და რეკომენდაცია აბსოლუტურად სწორია“, – აღნიშნა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები