ქართული სახელმწიფო აბსოლუტურად აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტს – შალვა პაპუაშვილი

“საქართველო, ქართული ჯარი არის სრულად თავსებადი ნატოს სტანდარტებთან, ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები აბსოლუტურად აკმაყოფილებენ ნატოს ყველა სტანდარტს, ერთადერთი დარჩენილია თავად ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ყურადღება გამახვილებული იყო თავისთავად, უკრაინაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ თავად უკმაყოფილო არიან იმ შედეგით, რომელიც სამიტიდან წაიღეს. გასაგებია ნატოს წევრი ქვეყნების სიფრთხილეც გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ვნახოთ, მთავარია, რომ ნატოს წევრი ქვეყნები თავად ჩამოყალიბდნენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

„სამწუხაროდ, თავად ნატო-ს არ ჰყოფნის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო მზაობა. ერთადერთი რამე, რაც არის დარჩენილი, ეს არის თავად ნატო-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველო, ქართული ჯარი არის სრულად თავსებადი ნატოს სტანდარტებთან, ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები აბსოლუტურად აკმაყოფილებს  ნატოს ყველა სტანდარტს. შეადარეთ, აიღეთ ნებისმიერი შეფასება და ნახავთ, რომ საქართველო ნატოს ხუთ, ექვს, შვიდ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა პარამეტრებით, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერით და დემოკრატიულობის გადმოსახედიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები