ილია ჭავჭავაძის აკადემიური ოცტომეულის წარდგენა გაიმართება

16 ივლისს, 17:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში.„ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“, „ილიას ფონდი“ და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი  ილია ჭავჭავაძის აკადემიური ოცტომეულის წარდგენას მართავენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ილია ჭავჭავაძის აკადემიური ოცტომეულის გამოცემა 1987 წელს დაიწყო და ამ დრომდე გაგრძელდა. 2022 წლის დეკემბერში გამოიცა ბოლო, მეოცე ტომი და ამით გასრულდა ძალზე  დიდი მნიშვნელობის საქმე. ოცტომეული სრულად მოიცავს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას. მასში შესულია ილიას პროზა და პოეზია, თარგმანი, პირადი წერილები, კრიტიკა, პუბლიცისტიკა, რომელიც ოცტომეულის ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენს. 10 ტომი გახლავთ, ფაქტობრივად, უცნობი ილია ჭავჭავაძე. ის, რაც არასოდეს გამოცემულა, ნაშრომები, რომელთაც ოცტომეულის მეშვეობით იხილეს დღის სინათლე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები