2600 სარჩელი გისოსების მეორე მხრიდან
ჯონათან ლი რიჩესი ამერიკელი პატიმარია, რომელმაც, გარდა საკუთარი დანაშაულებრივი წარსულისა, სახელი გაითქვა იმით, რომ გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მეტი საჩივარი შეიტანა სასამართლოში. როდესაც ჯონათანმა გაიგო იმის შესახებ, რომ მისი სახელი ცნობილი გამოცემის გვერდებზე გამოჩნდებოდა, მან უფრო ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრა და „გინესების წიგნსაც“ სასამართლოთი დაემუქრა.
მან ასევე საქმე აღძრა დედის წინააღმდეგ იმის გამო, რომ დედამ არ მისცა სათანადო აღზრდა და მიიღო კომპენსაცია მისგან 20,000 დოლარის ოდენობით.
ჯონათანმა გარკვეული დრო გაატარა ამერიკის ფედერალურ ციხეში, ქალაქ ლექსინგტონში, კენტუკის შტატში, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით თაღლითობისთვის. მან ეს დრო უშედეგოდ არ დახარჯა – თითქმის ყოველდღე ის სასამართლოში საჩივრებს აგზავნიდა და მსოფლიოში ყველაფერზე ჩიოდა.
ყველაფერი ვიდეოთამაშ GTA-სთან პრეტენზიით დაიწყო. ჯონათანი ამ თამაშს ადანაშაულებდა იმაში, რომ ზუსტად მის გამო დაადგა დანაშაულებრივ გზას. მან საჩივრები დაწერა ასევე სოციალური ქსელების მფლობელების, გაცნობის ვებ-გვერდების და სხვა მსგავსი ონლაინრესურსების წინააღმდეგ (ისინი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების სწავლებაში დაადანაშაულა).
ჯონათანის სიაში შედიოდა საჩივრები აშშ-ის პრეზიდენტზე, ჯორჯ ბუშ უმცროსზე, ბრიტნი სპირსზე, ტელე-შოუების რამდენიმე წამყვანზე…
მას ასევე გააჩნდა პრეტენზიები ჩე გევარასთან, რომის იმპერიასთან, ნოსტრადამუსთან, ეიფელის კოშკთან, სომალის მეკობრეებთან, რამდენიმე პლანეტასთან და სკანდინავიურ ღმერთებთანაც კი.
2006 წლის იანვრიდან ლი რიჩესმა, სულ მცირე, 2600 საჩივარი შეიტანა სასამართლოში, რის გამოც მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში.
ცხადია, მისი საჩივრების დიდი ნაწილი უბრალოდ უარყოფილია, მაგრამ თავად დამნაშავეს ეს საერთოდ არ აღელვებს, ის აგრძელებს თავისი უფლებების დაცვას სხვადასხვა მიმართულებით.
ყველა ამ სარჩელის მიღმა ჯონათანმა ვადამდე გათავისუფლების პირობებიც კი დაარღვია – 2012 წელს მან საკუთარ თავს უფლება მისცა, დაეტოვებინა შტატი, რაც კატეგორიულად იკრძალებოდა გათავისუფლების პირობებით.
თუმცა, ჯონათანი ზედმეტად დაკავებულია თავისი სარჩელით, რადგან მის სამყაროში ბევრი უსამართლობაა – მას არც კი სურს აღიაროს ის ფაქტი, რომ ციხეში წავიდა ჩადენილი დანაშაულებისთვის. ადანაშაულებს სისტემას, ისტორიულ ფიგურებს, კომპიუტერულ თამაშებს, ინტერნეტის დეველოპერები და სხვებს.