პენტაგონში ადასტურებენ, რომ აშშ-ის კასეტური საბრძოლო მასალა უკვე უკრაინაშია

უკრაინის ჯარებმა კასეტური საბრძოლო მასალები უკვე მიიღეს, რომლის მიწოდების შესახებაც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა.

ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული კომიტეტების შტაბების უფროსების ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დუგლას სიმსმა განაცხადა.

”ამჟამად, უკრაინაში არის კასეტური საბრძოლო მასალები”, – თქვა სიმსმა ბრიფინგზე და დააკონკრეტა, რომ მათი ნაწილი მოწოდებულია შეერთებული შტატების, ხოლო ნაწილი მოკავშირეების მიერ.

Bloomberg-ის ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მშვიდობიან მოსახლეობასა და უკრაინელ სამხედროებში დანაკარგის მინიმალიზება, გენერალმა თქვა, რომ კიევი არ არის დაინტერესებული, გამოიყენოს კასეტური საბრძოლო მასალები მშვიდობიანი მოსახლეობის მახლობლად.

„არ მგონია, რომ უკრაინელები, რუსებისგან განსხვავებით, იყვნენ დაინტერესებული იმაში, რომ კასეტური საბრძოლო მასალები მშვიდობიანი მოსახლეობის მახლობლად გამოიყენონ. თქვენ იცით, ისინი ასევე აღიარებენ და ესმით, რომ შეიძლება, იყოს შემთხვევები, როდესაც კასეტური საბრძოლო მასალები მიზანს ვერ აღწევენ“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები