WSJ: რუსეთში, აჯანყების გამო, სულ მცირე 13 ოფიცერი, მათ შორის სუროვიკინი დააკავეს

რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა ევგენი პრიგოჟინის აჯანყებასთან დაკავშირებით, სულ მცირე, 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, მათ შორის გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების მიხედვით, სუროვიკინი აჯანყების დაწყებიდან რამდენიმე საათში დააკავეს და ახლა ის მოსკოვში იმყოფება.

WSJ-ის წყაროების თანახმად, სუროვიკინი ციხეში არ იმყოფებოდა, თუმცა ის განმეორებით დაიკითხა.

როგორც ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან საუბარში აცხადებს, სუროვიკინმა აჯანყების გეგმების შესახებ იცოდა, მაგრამ მასში თავად არ მონაწილეობდა.

WSJ-ის ცნობით, სულ მცირე, 13 უფროსი ოფიცერი დაკითხვისას დააკავეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამასთან, 15-მდე ოფიცერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები