„პუტინმა უკრაინაში ომი უკვე წააგო“ – ბაიდენი

US President Joe Biden addresses a joint press conference with Finland's President after the US-Nordic leaders summit in Helsinki on July 13, 2023. (Photo by Alessandro Rampazzo / AFP) (Photo by ALESSANDRO RAMPAZZO/AFP via Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი „უკვე წააგო“.

„არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მან უკრაინაში ომი მოიგოს. ეს ომი მან უკვე წააგო“, – განაცხადა ბაიდენმა ჰელსინკიში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, რადგან რუსეთს არ შეუძლია ამდენი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს თავისი რესურსები და პუტინი, სავარაუდოდ, საბოლოოდ „გადაწყვეტს, რომ ომი რუსეთის ინტერესებში არ არის ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ სხვაგვარად“.

ბაიდენი იმედოვნებს, რომ უკრაინა მის ამჟამინდელ კონტრშეტევაში პროგრესს მიაღწევს, რათა ხელი შეუწყოს მოლაპარაკების გზით მოგვარების პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები